პოლონეთში ვაქცინაციის ცენტრის სამი თანამშრომელი დააკავეს, რომელიც ყალბ სერტიფიკატებს გასცემდა

პოლონეთის ქალაქ კალიშში სამი მედდა დააკავეს, რომელიც ვაქცინაციის შესახებ ყალბ სერტიფიკატებს გასცემდა.

ამის შესახებ RMF 24 წერს.

აღინიშნება, რომ ეს არის პოლონეთში გამოვლენილი პირველი შემთხვევა.

გამოძიების ინფორმაციით, ვაქცინაციის ცენტრის სამი თანამშრომელი, წინასწარი შეთანხმებით, მაღალი საფასურის სანაცვლოდ გასცემდა სერტიფიკატს, რომ თითქოს მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. თანხის ოდენობას საგამოძებო უწყება არ აზუსტებს.

პოლიციის თანამშრომლებმა ქალები დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს.

გამოძიება კალიშის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო.

ცნობისთვის, გერმანიაში კოვიდ სერტიფიკატების გაყალბების შესახებ, დაახლოებით 2000 საქმეა აღძრული; საბერძნეთში, სექტემბრის დასაწყისში, გამოძიება 10 ვაქცინაციის ცენტრის მიმართ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები