AstraZeneca-მ შვეიცარიაში ვაქცინის დამტკიცების განაცხადი უკან წაიღო

Empty vials of Oxford/AstraZeneca's COVID-19 vaccine are pictured amid a vaccination campaign in Bierset, Belgium March 17, 2021. REUTERS/Yves Herman

ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მ შვეიცარიაში კოროვირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გამოყენებაზე განაცხადი უკან გაიწვია.

ამის შესახებ ქვეყნის წამლების ბაზრის ზედამხედველ Swissmedic-ში განაცხადეს.

“AstraZeneca AG-მ დღეს გამოაცხადა, რომ აღარ ითხოვს მარკეტინგულ ავტორიზაციას თავისი ვაქცინისთვის. კომპანიამ გააუქმა განაცხადი ავტორიზაციის შესახებ, რომელიც მან Swissmedic-ს 2020 წლის ოქტომბერში წარუდგინა”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ამგვარად, ახლა შვეიცარიის სამედიცინო ხელისუფლებას არ აქვს ახალი განაცხადები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ავტორიზაციისთვის.

ქვეყანამ გამოსაყენებლად დაამტკიცა Moderna-ს, Pfizer/BioNTech-ის და Johnson & Johnson-ის პრეპარატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები