რუსეთში კორონავირუსს კიდევ 1195 ადამიანი შეეწირა, 40 217 კი დაინფიცირდა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 1195 შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 243 255 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 40 217 შემთხვევა დადასტურდა, ერთი დღით ადრე 40 443 ინფიცირებული იყო.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსი 8 673 860 პირს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები