იონათამიშვილი – სააკაშვილზე: არა თუ ადამიანები, ცალკეული ოჯახებიც კი ჰყავს მას დაღუპული

მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სამართლიანად მიიჩნევს.

“ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია არის სამართლიანი, ვინაიდან ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულებში არის მხილებული და მსჯავრდებული, არ უნდა გახდეს შეწყალების ობიექტი. ახლაც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულებს და იმ ადამიანის შეწყალება, რომელიც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულებებს, რომელსაც არ მიაჩნია, რომ მას რაიმე სახის მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია მოქალაქეების წინაშე და ჩვენ ვიცით, რომ არა თუ ადამიანები, ცალკეული ოჯახებიც კი ჰყავს მას დაღუპული, ვფიქრობ, რომ ძალიან უსინდისო საქციელი და პოზიციაა,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები