“ნახვაწა” სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსისთვის – ენმ-ის პერფორმანსი და ხმაური ზუგდიდში
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო.
სამართალდამცველებთან კონფლიქტი დემონსტრანტების პერფორმანსმა გამოიწვია. ენმ-ის წევრმა, ანი წითლიძემ და აქციის რამდენიმე მონაწილემ სამხარეო პოლიციის უფროს გიგა ზესაშვილს “ნახვაწა” – ღომის გამომშრალი ქერქი მიუტანეს. აქტივისტებს პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.