ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელი: პუტინს სურდა, რუსეთი ნატო-ს წევრი გამხდარიყო

“პრეზიდენტობის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინი ელოდა, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდებოდა”, – განაცხადა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა 1999-2004 წლებში, ჯორჯ რობერტსონმა.

ამის შესახებ მან One Decision Podcast-თან საუბარში თქვა.

მისივე განმარტებით, “პუტინს სურდა, რუსეთი გაწევრიანებულიყო ნატო-ში, მაგრამ არ სურდა, მის ქვეყანას გაევლო განაცხადის შეტანის ჩვეულებრივი პროცესი და რიგში ჩამდგარიყო”.

რობერტსონის თქმით, პუტინთან პირველ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, ქვეყანა დასავლეთ ევროპის ნაწილად ექცია.

„პუტინმა თქვა: „როდის აპირებთ ნატო-ში ჩვენ დაპატიჟებას?“ – „ჩვენ არ ვიწვევთ ნატო-ში გასაწევრიანებლად, ხალხი ნატო-ს განაცხადით მიმართავს” და მან თქვა: “საერთოდ, ბევრ ქვეყანასთან ერთ რიგში არ ვდგავართ”. მათ სურდათ, გამხდარიყვნენ იმ უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული დასავლეთის ნაწილი, რომელშიც რუსეთი იმ დროს არ შედიოდა”, – თქვა ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, პუტინის შეხედულებები უკრაინის “ნარინჯისფრი რევოლუციის” გამო შეიცვალა, რომელშიც ის ხედავდა ალიანსის პოლიტიკურ და ფინანსურ ჩარევას, ასევე, აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებას.

“პუტინი სულ უფრო და უფრო ეჭვის თვალით უყურებდა დასავლეთს, ბრალს სდებდა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში. ის ასევე აღშფოთებული იყო ნატო-ს მუდმივი გაფართოებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: რუმინეთმა, ბულგარეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ 2004 წელს გადაწყვიტეს ალიანსში გაწევრიანება; 2009 წელს ხორვატია და ალბანეთი მოჰყვა. საქართველოსა და უკრაინას წევრობას 2008 წელს დაჰპირდნენ”, – თქვა რობერტსონმა.

The Guardian-ი წერს, რომ რობერტსონის მონათხრობი ემთხვევა იმას, რაც პუტინმა თქვა BBC-სთან საუბარში, 21 წლის წინ, გაპრეზიდენტებამდე ცოტა ხნით ადრე.

როგორც სტატიაშია ნათქვამია, “მაშინ პუტინმა თქვა, რომ არ გამორიცხავდა ნატო-ში გაწევრიანებას, თუ რუსეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი იქნებოდა. მან აღნიშნა, რომ რთულად წარმოუდგენია ნატო, როგორც მტერი. “რუსეთი ევროპის კულტურის ნაწილია და მე არ წარმომიდგენია ჩემი ქვეყანა ევროპისგან და, როგორც ჩვენ ხშირად ვამბობთ, ე.წ. ცივილიზებული სამყაროსგან ცალკე მდგარი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები