ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსული შეზღუდვები 14 ნოემბრამდე გაახანგრძლივეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, ინფიცირებულთა მატების ფონზე, 14 ნოემბრამდე გაახანგრძლივეს.
კერძოდ, 7 ნოემბრის ნაცვლად, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, საბავშვო ბაღები 14 ნოემბრამდე იქნება დახურული.
რესტორნები და კაფეები მიტანის სერვისზე გადადიან.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთის მსგავსად, პირველიდან 7 ნოემბრამდე უქმე კვირაა გამოცხადებული, თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, შეზღუდვები 14 ნოემბრამდე გახანგრძლივდება.
ე.წ. რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 8 933 შემთხვევა დადასტურდა, 150 ადამიანი გარდაიცვალა.