ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბელგია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მარკ დემესმაეკერს შეხვდნენ

ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი ბელგია – საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სენატორ მარკ დემესმაეკერს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის მნიშვნელობაზე, კულტურული დიპლომატიის როლზე ხალხთა დაახლოების საკითხში. “განვიხილეთ პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ბატონი მარკ დემესმაეკერსის ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების მეტად გაღრმავებას არა მარტო კულტურის მიმართულებით, არამედ – სხვა სფეროებშიც”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები