ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთიდან ჟურნალისტებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. პრესტურში 13 ბლოგერი, ჟურნალისტი და ავიაკომპანია Flyaristan-ს წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურის ფარგლებში ყაზახეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებმა და პოპულარულმა ბლოგერებმა ქუთაისი, გელათის და მოწამეთას მონასტრები, პრომეთეს მღვიმე, ქვევრის მუზეუმი, წყალტუბო, საირმე, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევი, დადიანების სასახლე და ენგურჰესის წყალსაცავი დაათვალიერეს.
ბლოგერებმა სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეო და ფოტო-რეპორტაჟები მოამზადეს.