კახა კალაძე: არ ვარ მხოლოდ იმ ადამიანების მერი, ვინც მხარი დამიჭირა და არ მინდა ამ ქალაქის დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად

არ ვარ მხოლოდ იმ ადამიანების მერი, ვინც მხარი დამიჭირა და არ მინდა ამ ქალაქის დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად, – მის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა.

მზად ვარ გადავდგა ნაბიჯი თანამშრომლობისკენ, ისევ და ისევ ჩემი ქალაქისთვის, ისევ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

ე ვთქვი, რომ არ ვარ მხოლოდ იმ ადამიანების მერი, ვინც მხარი დამიჭირა და არ მინდა ამ ქალაქის დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. ყველას მერი ვიქნები, მეგობრებო. ვდგამ ამ ნაბიჯს, რომ ვითანამშრომლოთ.

„შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ ვიცოდეთ მე და ჩემმა გუნდმა, შეიძლება შეცდომები მოგვივიდეს, რაღაც გამოგვეპაროს. მზად ვარ თანამშრომლობისთვის. იქნება კონსტრუქციულობა? ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ამ ქალაქისა და თბილისელების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები