კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისტორიამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ კონკრეტული სახელი დაარქვა

მე პირადად რამე განსხვავებულს არ ველოდებოდი ოპოზიციისგან. ისეთი საარჩევნო კამპანია ჩაატარეს, რომელსაც კამპანიას ვერ უწოდებ: ყველანაირი ბოროტების, სიძულვილისა და ცილისწამების შოუ მოაწყვეს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისტორიამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ კონკრეტული სახელი დაარქვა.

პირდაპირ ვიტყვი: ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც აჩვენეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როდესაც მართავ ქვეყანას.

დღეს ისინი თავიანთი ქმედებებით აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები