დავით ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: ეს არის საკუთარი პრინციპების და ერისადმი მიცემული სიტყვის პატრონი და შემსრულებელი!

„ტუსაღი სააკაშვილი ამ პრეზიდენტის ხელიდან შეწყალებას ვერ ეღირსება!“ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს.

ექსპერტის აზრით, შესაძლოა პრეზიდენტს რაიმეზე გამოეკიდო, თუმცა ის მუდამ რჩება, ერისადმი მიცემული სიტყვის პატრონი და შემსრულებელი.

„ვეცნობი ამ მავნებელ-ფარისეველთა, ამ ფსევდო „პროდასავლელი დემოკრატების“, ამ გენდერული საკითხების დამცველი ორგანიზაციების დამფინანსებლების მიერ, ქვეყნის პრეზიდენტთან მიმართებით, ქალის დისკრიმინაციულ გამოხტომებს და თავი ბულგაკოვის შვონდერის „დომკომის“ სხდომაზე მგონია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, 2018 წლის არჩევნების მეორე ტურში სხვა არჩევანი რომ გააკეთე ქვეყნის უმრავლესობას. უმძიმესი წნეხი დაატყდა მაშინაც მომავალ პრეზიდენტს – ერთმა მღვდელმთავარმა ისიც კი ბრძანა, ქვეყანას დავტოვებო, ეგ თუ აირჩიესო, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა. შეიძლება ამ ქალბატონის თითოეულ სიტყვას გამოეკიდო, შეიძლება „მოჯადოებული წრიდან“ გამოსვლის მაგივრად, „ჯადოსნური წრის“ წაკითხვა არ აპატიო, მაგრამ! ეს არის საკუთარი პრინციპების და ერისადმი მიცემული სიტყვის პატრონი და შემსრულებელი! ტუსაღი სააკაშვილი ამ პრეზიდენტის ხელიდან შეწყალებას ვერ ეღირსება!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს.

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები