ირაკლი ლატარია: მიდით „ნაცებო“, აგინეთ ევროპელი დიპლომატი და მოითხოვეთ თემურ ალასანიას გამოზრდილის გათავისუფლება

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კიდევ ერთხელ განაცხადა უარი.

„ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე ჩემი პოზიცია მყარი და ურყევია. არა! და არასდროს! მიდით ნაცებო, სექტანტებო, აგინეთ ევროპელი დიპლომატი და მოითხოვეთ თემურ ალასანიას გამოზრდილის გათავისუფლება. სალომე ზურაბიშვილს ბევრი ტაში ჩემგან“, – წერს ირაკლი ლატარია.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები