ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებაზე – ნუთუ მართლა ეგონათ ამ შტერებს რომ „იმას“ შეიწყალებდა?!

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კიდევ ერთხელ განაცხადა უარი.

„ნაც-ხროვა გვარამიადან დაწყებული გრიგოლიათი დამთავრებული მშიერი სვავებივით დაესია პრეზიდენტს. ნუთუ მართლა ეგონათ ამ შტერებს რომ „იმას“ შეიწყალებდა?! ვინც შეგიწყალათ ისიც იკმარეთ!“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 34 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები