სამადაშვილი: ტრაგედიაა, რომ პრეზიდენტმა ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა

ფარისევლობაა პოლარიზაციაზე საუბარი, როდესაც ზუსტად იცი, რომ მის დასასრულებლად თუ არა, განსამუხტად გასაღები ჯიბეში გიდევს, – ასე აფასებს ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით,  ქვეყნის ტრაგედიაა, რომ პრეზიდენტმა ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

,,პიროვნილი ტრაგედიაა, რომ პოლიტიკოსი ვერ გრძნობს იმ ისტორიულ წამს, როდესაც მისი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში შეუძლია ახალი, უკეთესი მომავლის ფურცელი დაწეროს.

ქვეყნის ტრაგედიაა, რომ პრეზიდენტმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.

ისტორიას ხომ საბოლოოდ მხოლოდ მსგავს წამებში მიღებული გადაწყვეტილება რჩება“, – წერს სალომე სამადაშვილი “ფეისბუქზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები