კახა კალაძე: ამ არჩევნებში, ყველაზე მეტად ხელის შემშლელი ოპოზიციისთვის იყო „ნაციონალური მოძრაობა“

ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, იყო გამართული ინფრასტრუქტურა, იყოს ყველაზე მწვანე, იყოს სოციალური პროგრამები რაც შეიძლება სწრაფად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა ოპოზიციური პარტიები საკუთარი გავლენის ქვეშ. საოცრებაა პირდაპირ. გავიხსენოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

ჩვენი ქვეყნის გარკვეულმა ნაწილმა. სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს მხარი დაუჭირა და მათ მისცა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. რა მივიღეთ ამის შედეგად? „ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პარტიები გავლენის ქვეშ მოექცია და ყველანაირი დესტრუქცია ეწარმოებინა. იყო ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციის, არეულობის.

უბრალოდ გაუგონარია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ხელის შემშლელი ოპოზიციისთვის ამ არჩევნებში იყო „ნაციონალური მოძრაობა“. მინდა მჯეროდეს, რომ ისინი ამ მოჯადოებული წრიდან გამოვლენ“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები