სახლებში არ შევალთ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებენ, არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი – ნიკა მელია

სახლებში არ შევალთ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებენ, არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზუგდიდში აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები იქნება ყველა დიდ ქალაქში.

„დღეს ზუგდიდს და ზუგდიდელებს ჰყავს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული მერი „ნახვაწა.“ მე ძალიან განსხვავებული და ემოციური კავშირი მაქვს ზუგდიდთან და ზუგდიდელებთან, მაგრამ არასოდეს, თავად „ნახვაწაც“ მიაქცევდა ყურადღებას, ერთხელაც არ მიხსენებია მისი კოდური სიტყვა თუ მეტსახელი, მაინც თავს ვიკავებდი, სანამ არ დავრწმუნდი რა იკადრა ამ ადამიანმა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება და არის ერთი რიგითი პრორუსული რეჟიმის “სტავლენიკი”. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მისმენ, შენი მეცადინეობით ჩვენი მეგობრები დღეს არიან ციხეში. შენი ძალმომრეობით იარაღები და ხელყუმბარები ჩაუდეს ადამიანებს. ამ ყველაფერს, გინდა მუქარად ჩათვალე გინდა დაპირებად, არ შეგარჩენთ და თავს არ დავხრით.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან მტკიცე და ხანგრძლივი პროტესტისთვის. ერთ კონკრეტულ დღეს, მეგობრებთან ერთად გაგაცნობთ ძალიან კონკრეტულ გეგმას. განგებ არ ვაცნობთ საჯაროდ ამ გეგმას ბევრ ადამიანს, რადგან არ გვინდა ცხოვრება გავუადვილოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჩვენ სახლებში არ შევალთ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს, ასევე არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი და არ იქნება თავისუფალი. ცხოვრება ასეთ პირობებში არის დამცირება და შეურაცხყოფა, მითუმეტეს, როდესაც ხედავ, როგორ აბუჩად იგდებენ, დასცინიან დატყვევებულ მესამე პრეზიდენტს. ამაზე დიდი გამოწვევა მე პირადად არ მქონია. სწორად გეშინია ბიძინა ივანიშვილო, მაგრად გეშინია, ზუსტად იცი, რომ ყველა დიდი ქალაქი იქნება მოცული მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. როდესაც თბილისში დავიძვრებით და იქ ნახავ შენ, რა არის მართლა დემოკრატია, ხალხის ნება და სიმართლე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები