სალომე ზურაბიშვილი: ვეწინააღმდეგები და მიუღებლად მიმაჩნია, დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას
ვეწინააღმდეგები და მიუღებლად მიმაჩნია, დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვეწინააღმდეგები და მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას, მიუღებელია ვინაიდან და რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, იუსტიციის მინისტრს და დიპლომატებს შეხვდა.