“არა და არასოდეს” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების კვლავ კატეგორიული წინააღმდეგია

“არა და არასოდეს” – პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების კვლავ კატეგორიული წინააღმდეგია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

“ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლას მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა. ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთლობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, იუსტიციის მინისტრს და დიპლომატებს შეხვდა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 34 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები