საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს 21:30 საათზე ორბელიანების სასახლეში გამართავს.
უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება.
ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა რამდენიმე შეხვედრა გამართა.
სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრს, საქართველოს პატრიარქს, ევროკავშირის ელჩსა და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრების შინაარსი მედიისთვის უცნობია.