თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების უფლება მისცეს

არ მგონია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების უფლება მისცეს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება.

„პირად მონაცემებში იგულისხმება მისი კვების რაციონი, იგულისხმება დღის ის რეჟიმი, რომელიც მას აქვს. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თავის თავში იპოვის ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით შეშფოთებულია, ის სიმართლეს ეტყვის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ესეც აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები, მათ შორის სააკაშვილის უფლებები დაცულია და მომავალშიც იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები