ელენე ხოშტარია შიმშილობას იწყებს
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს – ამის შესახებ განცხადება მან თავად გააკეთა.
როგორც ის ამბობს, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
”რაც დღეს ხდება მისი პატიმრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ”, – ამბობს ხოშტარია.