რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან, მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, რომ უკვე 34-ე დღეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.