საბერძნეთში მოითხოვეს, რომ ეკლესიებში კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის გარეშე ადამიანები არ დაუშვან

საბერძნეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, რადიკალური მემარცხენე კოალიციის – “სირიზა”-ს ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, ალექსის ციპრასი არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის კორონაშეზღუდვების გაფართოებას ითხოვს, ასევე, ითხოვს, ეკლესიებში ვირუსზე უარყოფითი პასუხის გარეშე ადამიანები არ დაიშვას.

საბერძნეთში 6 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლებიც მხოლოდ არავაქცინირებულ მოქალაქეებს შეეხება, კერძოდ, COVID-19-ზე ტესტის გარეშე ისინი მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და ეკლესიებში დაიშვებიან.

ამიერიდან, ბანკებში, სამთავრობო უწყებებში, სავაჭრო ცენტრებში, სილამაზის სალონებში, კვებისა და გასართობ დაწესებულებებში არ დაუშვებენ მათ, ვისაც არ აქვს ვაქცინაციის მოწმობა, ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი დაავადების შესახებ ცნობა, ან ვირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი.

თუმცა, ციპრასი ამბობს, რომ კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობას „არ შეუძლია და არ სურს, სერიოზულად და პასუხისმგებლობით გაუმკლავდეს პანდემიას“.

„მისი ერთადერთი კრიტერიუმი პოლიტიკური ფასია და არა – ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ, ხელისუფლებაში არასდროს უფიქრიათ მკაცრ ზომებზე პროფესიულ და სოციალურ სფეროებში, სადაც არ უნდათ ელექტორატის დაკარგვა. ამიტომ, დღეს ისინი შერჩევით ზომებს აცხადებენ. დღეს მათ მიატოვეს ეკლესია და დაუცველი მორწმუნეები”, – თქვა მან.

მისი თქმით, კოალიციას დღეს შეაქვს ზომების გაფართოების შესახებ შესწორება, რომელიც შეეხებათ არავაქცინირებულ მოქალაქეებს, რომლებსაც რელიგიურ ადგილებში სურთ მოხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები