ანრი ოხანაშვილი: როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გაცდება კანონს, ყველა ინსტიტუცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს
“ჩვენი გუნდი სწორებას გააკეთებს უფრო მეტად საზოგადოების პრიორიტეტებზე. ესენია: ეკონომიკის განვითარება, მოქალაქებიის დასაქმება, სოციალური პაკეტები და პანდემიასთან ბრძოლა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების ერთადერთი სცენარი დესტრუქციაა, თუმცა, მათ იციან, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.
„რა თქმა უნდა, ეს მათ და ვერ გამოუვათ. ამას არ დაუშვებენ არც სახელმწიფო ინსტიტუციები და არც ჩვენი საზოგადოება. „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ბელადი, ერთი მხრივ, შეურაცხყოფას აყენებს სრულიად ქართულ საზოგადოებას, ვინც უარი უთხრა მათ და, მეორე მხრივ, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და პარტნიორებს, რომლებმაც თქვეს, რომ კეთილი ინებოთ და შემდგარი არჩევნები აღიაროთ. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გაცდება კანონს, ყველა ინსტიტუცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.