იტალიაში, უამინდობის გამო, სკოლები და სასაფლაოები იკეტება

იტალიაში სინოპტიკოსები ძლიერ ქარსა და წვიმას პროგნოზირებენ, რის გამოც რამდენიმე ქალაქმა სკოლებისა და სასაფლაოების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ DPA წერს.

სამოქალაქო დაცვის სამსახურმა კამპანიის რეგიონში მაღალი რისკის საფრთხეზე გამოაცხადა.

ნეაპოლის მერმა სასაფლაოების უმეტესობის დახურვის ბრძანება გასცა – იმ მოტივით, რომ ტოტების დაცემამ შეიძლება, ადამიანების დაზიანება და სიკვდილი გამოიწვიოს.

სკოლები დაიხურა საკურორტო კუნძულ ისკიაში.

უამინდობა პრობლემებს უქმნის არამხოლოდ ქვეყნის სამხრეთ ნაწილს.

ვენეციაში ​​კვლავ ელოდებიან წყლის მაღალ შემოდინებას.

გასულ კვირას შტორმისა და წყალდიდობის გამო სიცილიის კუნძული, ასევე, სამხრეთის რეგიონი – კალაბრია დაზარალდა, ერთი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები