რუსეთში თვითმფრინავი – Ан-12 ჩამოვარდა

სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-12, რომელიც რეისს იაკუტსკიდან ირკუტსკში ასრულებდა, ირკუტსკამდე 7 კილომეტრის დაშორებით, პივოვარიხას დასახლებულ პუნქტთან რადარებიდან გაქრა.

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, თვითმფრინავი უკვე დაშვებას იწყებდა, თუმცა, ჩამოვარდა. ამჟამად, მას ცეცხლი უკიდია.

წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, უამინდობა ან ტექნიკური გაუმართავობა გამხდარიყო.

ბორტზე, სავარაუდოდ, 8 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე მაშველები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები