ჯანმო-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო, ინდური ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელ შემთხვევებში კორონავირუსის საწინააღმდეგო, ინდური კომპანიის – Bharat Biotech-ის ვაქცინის – Covaxin-ის გამოყენების ნებართვა გასცა.

ამის შესახებ ჯანმო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

“ჯანმო-მ გასცა Bharat Biotech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის – Covaxin-ის გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს Covaxin-ის ორ დოზას, ოთხი კვირის ინტერვალით 18 წლიდან პირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები