ვიოლა ფონ კრამონის თქმით, თუ დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ – უკრაინასა და საქართველოში

“დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ – უკრაინასა და საქართველოში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„პი-3-ის და ევროკავშირის სისუსტე ბოსნიაში გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე: ნათელი გამოცდა კრემლის კიდევ უფრო მეტად აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის. დასავლეთი თუ დაუშვებს, რომ ეს მოხდეს ბოსნიაში და დეიტონის შეთანხმება მოკვდება, ეს არის მოწვევა პუტინისთვის, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, გახსენებთ უკრაინასა და საქართველოს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო მიმდინარე კვირაში განიხილავს „იუფორის“ (EUFOR) სამშვიდობო მისიის მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას ბოსნიაში. რუსეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს მანდატის გაგრძელების რეზოლუციას, თუ უმაღლესი წარმომადგენლის და მისი ოფისის ყველა უფლებამოსილება არ მოიხსნება.
„ევრონიუსის” ინფორმაციით, ეს არის კრისტიან შმიდტის, როგორც 1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების დამკვირვებლის ავტორიტეტის შერყევის აშკარა მცდელობა. ბოსნიის ომი აშშ-ის ხელმძღვანელობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით 1995 წელს დასრულდა. დეიტონის შეთანხმებით, შეიქმნა ორი ადმინისტრაციული ერთეული, იგივე სუბიექტი – სერბული დომინაციის „სერბთა რესპუბლიკა“ და ბოსნიელების და ხორვატების უმრავლესობით ფედერაცია, იგივე ბოსნია და ჰერცოგოვინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები