მიხეილ სააკაშვილი – ემიგრანტებს: ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას – ეს ერთი დღე მალე დადგება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და მათ ბრძოლისთვის მადლობას უხდის.

სააკაშვილის მიმართვა მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გააცნო.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან, ვინც მთელს მსოფლიოში აწყობს აქციებს. ახლა მინდა, გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები