ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს აგრძელებენ

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელის მთავარ კულტურულ ცენტრში BOZAR კინემატოგრაფიის სექტორის წარმომადგენლებს, მაგდალენა ლისკოვასა და ჟერემი ლამბერტს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბელგიასა და საქართველოს შორის კინემატოგრაფიის სფეროში აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ასევე, ბელგიაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალში ქართული ფილმების წარდგენის თაობაზე იმსჯელეს.

„განვიხილეთ ერთობლივი დოკუმენტური ფილმის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს განსაკუთრებულ ადგილს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები