როგორია ეპიდვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი სულ 463 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.
ასევე, ბოლო 24 საათში ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსი 190 მოქალაქეს დაუდასტურდა, 660 ტესტი გაკეთდა. პანდემიის დაწყებიდან კი ინფიცირების 31 980 შემთხვევა აღირიცხა.
ამჟამად, გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 80 პაციენტი მკურნალობს, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, 17-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 11 პირია; გაგრაში – 34, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა; ტყვარჩელში 13 მოქალაქე მკურნალობს; სოხუმში განთავსებულ, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 102 პაციენტია, 12-ის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება ე.წ.სამხრეთ ოსეთს, აქ ბოლო ერთ დღეში ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა. სულ პანდემიის დაწყებიდან 150 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, ბოლო 24 საათში ე.წ. რესპუბლიკაში 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 8 933 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც “იუგპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა, მარიან კოჩიევამ თქვა, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 2 325 პირი იმყოფება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 7 ნოემბრამდე უქმე კვირაა გამოცხადებული.