ანრი ოხანაშვილი: იუსტიციის საბჭოს აქვს სრული ლეგიტიმაცია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს სრული ლეგიტიმაცია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, რა როგორ მოხდა, ჩემი კომპეტენცია არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მნიშვნელოვანია.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მას და ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არის წარმოდგენილი. ყველას შევთავაზე კონკრეტული იდეის წარმოდგენა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ გავატარეთ რეფორმები, რამაც დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტის განმტკიცება უზრუნველყო, სასამართლო დამოუკიდებელია და წინ მიიწევს. ამ საუბრებს წერტილი რომ დავუსვათ, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ. არ არის გამოხმაურება. რთული და წარმოუდგენელია კონსულტაცია ოპოზიციასთან, რომლის ნაწილი ბოიკოტშია, ნაწილი აქციებს აანონსებს, თუმცა, ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნა კანონის უზენაესობის სფეროში უკან გადადგმული რიგით მეხუთე ნაბიჯია ბოლო 4 თვეში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები