ავღანეთის ქალაქში ორი აფეთქება მოხდა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, ქალაქ ჯელალაბადში ორი აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Shamshad News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აფეთქება ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

2 ნოემბერს ქაბულის ცენტრში, საავადმყოფოსთან ტერაქტი მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ორი აფეთქების შედეგად, 23 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები