ანრი ოხანაშვილი ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ანრი ოხნაშვილმა ავსტრიელ დიპლომატს კომიტეტის გეგმები და სარეფორმო წინადადებები გააცნო, რომელთა განხორცილებაც არჩევნების შემდგომ პერიოდშია გათვალისწინებული. „ავსტრიის ელჩი დაინტერესებულია, თუ როგორი პოზიტიური დღის წესრიგი ექნება კომიტეტს და, ზოგადად, პარლამენტს პოსტსაარჩევნო პერიოდში.

მე გავაცანი ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც ვაპირებთ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები