ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 12%-ით არის გაზრდილი

 

ევროპის რეგიონში 25-31 ოქტომბერს კორონავირუსით, 18-24 ოქტომბერთან შედარებით, 12%-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე, გაზრდილია ინფიცირებულთა მაჩვენებელი.

25-31 ოქტომბერს მსოფლიოში გამოვლენილი, ინფიცირების მაჩვენებლიდან თითქმის 60 % ევროპაზე მოდის.

კერძოდ, ბოლო ერთ კვირაში ევროპის რეგიონში დაავადებულთა რიცხვი 6%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბოლო ერთი კვირის, მსოფლიოს ჯამურ სტატისტიკას, ვირუსს კიდევ 50 477 ადამიანი შეეწირა, რაც 18-24 ოქტომბერთან შედარებით 8%-ით მეტია; 3 021 634 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 18-24 ოქტომბერთან შედარებით 3%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები