მსოფლიოში 25-31 ოქტომბერს კორონავირუსით 50 477 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 18-24 ოქტომბერთან შედარებით 8%-ით მეტია.
ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსი კიდევ 3 021 634 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 18-24 ოქტომბერთან შედარებით 3%-ით მეტია.
შესაბამის სტატისტიკურ მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა თითქმის 60% ევროპაზე მოდის. რეგიონში ბოლო ერთ კვირაში დაავადებულთა რიცხვი 6%-ით გაიზარდა; ამერიკის ქვეყნებში – 3%-ით; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში – 2%-ით.
ამასთანავე, ინფიცირების მნიშვნელოვანი კლებაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 12%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 9%-ით და აფრიკაში – 9%-ით.
ვირუსისგან გარდაცვალების ყველაზე დიდი მატებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 50%-ით; ასევე, ევროპაში 12%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 10%-ით მაშინ, როდესაც ჯანმო-ს დანარჩენ რეგიონში პირიქით, შემცირებულია.