რუსეთში ვირუსს კიდევ 1189 ადამიანი შეეწირა, 40 ათასზე მეტი დაინფიცირდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა.

ბოლო ერთ დღეში დაავადებას 1189 პაციენტი ემსხვერპლა, გუშინ 1 178 ლეტალური შემთხვევა იყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 242 060 გარდაცვლილი აღირიცხა.

ასევე, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსი 40 443 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ 39 008 ინფიცირებული იყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 8 633 643 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები