ცესკო-ს გადაწყვეტილებით, კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა. გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა. მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია – საქართველოსთვის“ დააკლდა – 34 ხმა.

გადათვლებს არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე. აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი.

დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებულო 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის,  ჯამურად, 201 საარჩევნო უბნის მონაცემები. დეტალური მონაცემები საარჩვენო ოლქების მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა (58 საარჩევნო უბანი), იხილეთ ბმულზე: https://cesko.ge/geo/list/show/127466-tseskos-gadatskvetilebit-kidev-58-saarchevno-ubnis-monatsemebi-gadaitvala-.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები