გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება არსებობს და ერთადერთი მისი შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც ამაზე უარს ამბობს

“გამომიყვანეთ ციხიდან რას ნიშნავს? მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელმაც აღნიშნულზე უკვე უარი განაცხადა.

„თქვენი მხრიდან კითხვა იყო, რომ დაგვესახელებინა, მიხეილ სააკაშვილმა როდის თქვა, რომ მას სურს რევოლუცია ან აჯანყება. ამას ვეღარ მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ ციხიდან გამომიყვანეთ და რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავო. გამომიყვანეთ ციხიდან რას ნიშნავს? მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილება არსებობს და ერთადერთი მისი შეწყალება პრეზიდენტს შეუძლია, რომელიც ამაზე უარს ამბობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები