გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტში მუშაობა ეზარება

„ესეც მათი პოლიტიკური არასწორი მეცადინეობის ბრალია. მათ არ უნდათ მუშაობა პარლამენტში, არც საკანონმდებლო ინიციატივა უნდათ დააყენონ და არც ხელისუფლების ოპონირება უნდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციას, ელოდება, რას იტყვის ოპოზიცია პარლამენტში, ისინი კი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა ეზარებათ.

„ესეც მათი პოლიტიკური არასწორი მეცადინეობის ბრალია. მათ არ უნდათ მუშაობა პარლამენტში, არც საკანონმდებლო ინიციატივა უნდათ დააყენონ და არც ხელისუფლების ოპონირება უნდათ. ზოგადად, ოპოზიციის როლი დემოკრატიულ ქვეყნებში ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლებას პარლამენტში და თავისი წინადადებები დააყენონ, მიუხედავად იმისა, მათი წინადადებები გავა თუ არა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა შეთავაზებები აქვს ოპოზიციას. ამის ახსნა თუ კიდევ დაგვჭირდებოდა, არ მეგონა. საზოგადოება, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციას, ელოდება რას იტყვის ოპოზიცია პარლამენტში და ოპოზიცია ამბობს, რომ ეზარება პარლამენტში მუშაობა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები