ერაყში მასობრივი ინტოქსიკაციით 400-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული
ერაყის აღმოსავლეთით, მაისანის პროვინციაში თითქმის 400 ადამიანია ჰოსპიტალიზებული საკვებით მოწამვლის დიაგნოზით, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა.
Al Arabia წერს, რომ მოწამვლა, სავარაუდოდ, უკავშირდება ფალაფელს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია რესტორნის მეპატრონე და კიდევ 6 ეჭვმიტანილი.
ტელეარხის ინფორმაციით, ადგილობრივებმა ის რესტორანი დაარბიეს, სადაც, სავარაუდოდ, გაფუჭებული კერძი იყიდებოდა.