მანდარინის შემდეგ, რუსეთში თურქული ლიმონის შეტანაც აკრძალეს

“როსპოტრებნადზორი” რუსეთში თურქული ლიმონის იმპორტს აჩერებს, რომელშიც, უწყების მტკიცებით, პესტიციდებია აღმოჩენილი.

ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

აღინიშნება, რომ “მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური იტყობინება, რომ პროდუქციაში “ახალი ლიმონი”, რომლის მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია, აღმოჩენილია სავალდებულო საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა (“ქლორპირიფოს” პესტიციდის ნარჩენი ოდენობა, რომლის კონცენტრაცია აღემატება დასაშვებ ზღვარს)“.

აღსანიშნავია, რომ 29 ოქტომბერს რუსეთში თურქული მანდარინის შეტანაც აიკრძალა, აქაც “დარღვევების აღმოჩენის” გამო.

თუმცა, ამ მოვლენას წინ უძღოდა უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების – “ბაირაქტარების” გამოყენება.
28 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ – “ბაირაქტარმა” შესაძლოა, „დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“ დონბასში სადემარკაციო ხაზზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები