Reuters: ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმა განახორციელა
ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ერთ-ერთი გარეუბნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.