რომის პაპი: პანდემიისა და კლიმატის ცვლილების შედეგად მიყენებული ჭრილობები გლობალური კონფლიქტით მიყენებული ჭრილობების მსგავსია

პანდემიისა და კლიმატის ცვლილების შედეგად მიყენებული ჭრილობები გლობალური კონფლიქტით მიყენებული ჭრილობების მსგავსია, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ეკოლოგიური მიგრანტები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ომებისა და კონფლიქტებისგან გაქცეული ხალხი.

„პანდემიით მიყენებული ჭრილობებისა და კლიმატის ცვლილების ფენომენის გლობალური კონფლიქტის შედეგად მიღებულ ჭრილობებთან შედარება შეიძლება.

„სასწრაფოდ, გაბედულად და პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ. გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა, რამაც ახალგაზრდა თაობებს მომავლის იმედისა და რწმენის საფუძველი უნდა მისცეს“, – განაცხადა რომის პაპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები