ცესკო არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს.

„საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1-ელ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის საბოლოო შედეგების თაობაზე.

მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, – აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, იხილეთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები