აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ სხვა ხელისუფლებებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც დევნის, აშინებს და იყენებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ

აშშ-ის ხელისუფლება სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ დამნაშავეებს, ვინც დევნის და აშინებს ჟურნალისტებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ისწრაფვის მასმედიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და საზღვარგარეთ და მოვუწოდებთ სხვა ხელისუფლებებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც დევნის, აშინებს და იყენებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ“, – ნათქვამია პრაისის წერილობით განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა უზრუნველყოფს ლიდერების ანგარიშვალდებულებას, იცავს მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოების ინფორმირებულობის გარანტია.

ცნობისთვის, ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს დაწესდა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მედიიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პრობლემებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები