იმ დეპუტატების განცხადებები მანდატის დატოევების შესახებ, რომლებიც სხდომებზე არ გვინახავს, პარლამენტის მუშაობას ვერ შეაფერხებს – თალაკვაძე

პარლამენტში დარჩება ის ოპოზიცია, რომელსაც მართლაც სურს ოპონირება და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში ის ოპოზიცია დარჩება, რომელსაც ოპონირება სურს.

„იმ დეპუტატების განცხადებები მანდატის დატოვების შესახებ, რომლებიც მართალი გითხრათ, სხდომებზე ამ თვეების განმავლობაში არ გვინახავს, პარლამენტის მუშაობას ვერანაირ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს.

დარჩება ის ოპოზიცია, რომელსაც მართლაც სურს ოპონირება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პატივს სცემს თავისი ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები