არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ – ანგელა მერკელი

არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ  გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

როგორც მან „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის ძალიან შეშფოთებულია გერმანიაში არსებული კოვიდსიტუაციით.

ამასთანავე, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა სამუშაო ადგილებზე არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე ტესტის ყოველდღიურად ჩაბარება არ გამორიცხა.

ცნობისთვის,  გერმანიაში მოსახლეობის 66% სრულად ვაქცინირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები