ლა პალმას კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა გაძლიერდა – დაიხურა სკოლები და გაუქმდა ავიარეისები

ლა პალმას კუნძულზე ბოლო ორი დღეა, ვულკან კუმბრე-ვიეხას ამოფრქვევა გაძლიერდა, რის გამოც რიგ მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების დახურვა, ასევე, ავიარეისების გაუქმება გახდა საჭირო.

ამის შესახებ El Pais-ი წერს.

განსაკუთრებით ზარალდება კუნძულის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი, თუმცა, ლავა გაძლიერებულია სამხრეთითაც, რამაც შესაძლოა, ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალის ჩაკეტვა გამოიწვიოს.

დღეს დილიდან კუნძულზე 50 მცირე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდას არ აღემატებოდა.

Pevolca-ს კრიზისულმა ჯგუფმა, რომელიც მთავრობამ სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების მიზნით შექმნა, ხალხს ურჩია, დახურონ ფანჯრები და გამორთონ ვენტილაცია, არ დატოვონ სახლები, ხოლო თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობაა, ატარონ ნიღაბი ფერფლის ჩასუნთქვის ასარიდებლად.

კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო და ლავამ უკვე მოიცვა 975 ჰექტარი ტერიტორია, გაანადგურა დაახლოებით 2600 სახლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლა პალმაზე ვულკანმა ათასობით ტურისტი მიიზიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები